პოლონეთს შეუძლია უკრაინაში თავისი F-16 მოიერიშე თვითმფრინავები გაგზავნოს, მაგრამ მხოლოდ ნატოსთან კოორდინაციით- ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
,,როგორც ეს იყო რამდენიმე თვის წინ MiG-ის შემთხვევაში, ასევე ნებისმიერი სხვა საჰაერო ძალების რეალიზაცია განხორციელდება ნატოს ქვეყნებთან შეთანხმებით. აქ ჩვენ ვიმოქმედებთ სრული კოორდინაციით“, – განაცხადა მორავიეცკიმ.
ადრე პოლონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ 2022 წლის გაზაფხულზე პოლონეთმა უკრაინას რამდენიმე MiG-ი ნაწილ-ნაწილ გადასცა.
Politico-ს წყაროები ყვებიან, რომ ახლა პენტაგონის სამხედრო მაღალჩინოსნების ჯგუფი უბიძგებს დეპარტამენტს, გადასცეს F-16 კიევს.