ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 05:15 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
14°C clear sky

მოსკოვმა და მინსკმა ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერეს

რუსეთისა და ბელარუსის თავდაცვის მინისტრებმა სერგეი შოიგუმ და ვიქტორ ხრენინმა მინსკში ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის შენახვის პროცედურას განსაზღვრავს.

„შეხვედრაზე ხელი მოეწერა დოკუმენტებს, რომლებიც განსაზღვრავს რუსეთის არასტრატეგიული ბირთვული იარაღის ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ სპეციალურ საცავ ობიექტში შენახვის პროცედურას“, – აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთისა და ბელარუსის მიერ განხორციელებული ღონისძიებები „ყველა არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებას შეესაბამება“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები