ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 19, 2025 08:53 საათი

თბილისი

Nov 19 - Wed
Tbilisi, GE
7°C clear sky

მოსკოვში ტერაქტის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს პატიმრობა შეეფარდა

მოსკოვის ოლქში საკონცერტო დარბაზზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ოთხივე პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

ღონისძიების სახით ორივე დაკავებულს პატიმრობა 22 მაისამდე შეეფარდა. ცნობილია, რომ თავდამსხმელებს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

„ოთხივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში რჩება“, – წერს რუსული მედია.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის