ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 15:30 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

„ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“: ტერაქტის შემდეგ კადიროვი რუს ულტრანაციონალისტებს დაემუქრა

ჩეჩნეთის მეთაურს რამზან კადიროვს მიაჩნია, რომ მოსკოვში მომხდარი ტერაქტის მასშტაბები ბევრად დიდი და ღრმაა, რადგან მტრები ცდილობენ რუსეთს ძირი გამოუთხარონ ნაციონალიზმის ხელშეწყობით. აცხადებენ საერთაშორისო ორგანიზაცია „ომის შემსწავლელი ინსტიტუტის“ ანალიტიკოსები.

კადიროვის თქმით, რუსეთი ყოველთვის იყო მრავალეროვნული და მრავალრელიგიური ქვეყანა, მაგრამ „ცრუ პატრიოტები“ ცდილობენ ითამაშონ ხალხის ემოციებზე და „ფაშისტური მეთოდებისკენ მოუწოდებენ“.

კადიროვი ასევე დაემუქრა ეთნიკური კონფლიქტის წამქეზებლებს.

შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები