პირველ აგვისტოს გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“, გასულ სიუჟეტს დიდი შეშფოთება და გაღიზიანება მოჰყვა „ენმ“-ისა და მასთან დაკავშირებული ენჯეო სტუქტურების მხრიდან.
მათი თქმით, აღნიშნულ მოდელირებულ „რეპორტაჟში“, რომელიც რამდენიმე დღით ადრე გადაცემის ავტორმა დააანონსა, შეიცავს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს და არღვევს კონსტიტუციურ უფლებას.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „სეზონის“ ეთერში გასული სიუჟეტის მთავარი აზრი მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა იყო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის მიერ მართულმა მედია საშუალებებმა გაავრცელეს დეზონფორმაცია, რომ სიუჟეტის მიზანი რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფა გახლდათ.
გადაცემის ავტორის ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით: საქართველოს დეოკუპაციის გადაჭრის საკითხი, ეკონომიკური, პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებების საშვალებით შეიძლება მოგვარდეს,
მისივე თქმით საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით აწარმოებს სწორ პოლიტიკას და აღნიშნული სიუჟეტი უახლოეს მომავალში რეალობად იქცევა.