ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 24, 2024 15:19 საათი

თბილისი

აპრ 24 - ოთხ
Tbilisi, GE
22°C clear sky

რუსეთის პატრიარქ კირილს ლიეტუვამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

ლიტვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაჩნია, რომ პატრიარქი კირილი არის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი “რუსული ქმედებების უკრაინაში”.

პატრიარქი კირილი არასასურველ პირთა სიას 23 ივნისს დაემატა და ამის შესახებ აქამდე ცნობილი არ იყო.

ლიეტუვის შსს-ს ცნობით, სიაში პატრიარქი კირილი იმიტომ მოხვდა, რომ მიზანმიმართულად უარყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ამართლებს და მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.

„პატრიარქი კირილი, ვლადიმირ პუტინის ახლო თანამოაზრე, არის უკრაინის წინააღმდეგ ომის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერი, რომელსაც არაერთხელ საჯაროდ გამოუთქვამს დადებითი შეფასება რუსეთის აგრესიის შესახებ“, – ვკითხულობთ სამინისტროს განცხადებაში.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები