ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 03:06 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
17°C clear sky

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ვლაგას თემის წმინდა თეოდორეს ტაძარში სიტყვით გამოსვლისას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, უთანხმოების მოგვარება ომით არ შეიძლება.

„ძვირფასო ქრისტიანებო, ომი არ შეიძლება და არ უნდა იყოს რაიმე უთანხმოების მოგვარების საშუალება. იარაღი იწვევს სიკვდილს და, რა თქმა უნდა, არავის განასხვავებს. ისინი ყველას კლავენ. ამას მოწმობს ტრაგიკული სურათები, რომლებიც ბოლო ოცდახუთი დღეა მთელ მსოფლიოში ტრიალებს.

სამწუხაროდ, უკრაინის სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს თანამემამულე მართლმადიდებლური დამპყრობლები, როგორც ჩანს, ამაყი და ერთგული უკრაინელი ხალხის სრულ დამცირებას ცდილობენ, რომლებიც გმირულად იბრძვიან და სიცოცხლეს სწირავენ თავისუფლებას.

ამასთან, ვინც ომის გზა აირჩია, საკუთარი ახალგაზრდები ნგრევისკენ მიჰყავს. რამდენიმე ათასი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ომის ეფექტს უკვე ორივე მხარის ჩვეულებრივი ადამიანები განიცდიან. საბრძოლველად წასულ შვილებს უკრაინელი და რუსი დედები დაშორდნენ და სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი უკვე გლოვობს მათ.

ჩვენ მთელი ძალით ვამბობთ: შეწყვიტე ეს საშინელება! შეაჩერე ომი ახლავე! კმარა სიგიჟე! რამდენ მკვდარს მოერგება ჩვენი მიწა? კიდევ რამდენი ცრემლი მორწყავს მიწას?”, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ ამ უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისის ფონზე დედა ეკლესია ვერ დარჩება უმოქმედო და გულგრილი. მსოფლიო პატრიარქმა თქვა, რომ უკრაინაში შეჭრისთანავე, მან და მსოფლიო საპატრიარქომ ცალსახად დაგმეს ომი.

„მოვახდინეთ მთელი ჩვენი თემის მობილიზება, რათა შეგვეგროვებინა საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები ჩვენი ტანჯული ძმებისთვის უკრაინაში. გამოხმაურება მართლაც ამაღელვებელი იყო. ჩვენ განსაკუთრებით ვამაყობთ ჩვენი დიასპორით, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ბერძნები აქტიურად ეხმარებიან გაჭირვებულ მეზობელს“, – განაცხადა ბართლომე I-მა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები