უკვე დიდი ხანია ვრცელდება ინფორმაცია, რომ კატალონიის „ბარსელონა“ დაინტერესებულია ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენით.
ბოლო ინფორმაციით, კატალონიელებს კვარაცხელიას გარდა „ნაპოლის“ კიდევ ერთი მოთამაშის, სტანისლავ ლობოტკას ყიდვა სურს.
თუმცა „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა შემოთავაზებაზე ბარსელონას უარი განუცხადა, რადგან, როგორც აურელიომ განაცხადა, „მას სულ სხვა გეგმები აქვს“.
დე ლაურენტისსა და კვარაცხელიას წარმომადგენლებს შორის, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის, შესაბამისად, ქართველი კონტრაქტს „ნაპოლისთან“ გააფორმებს.
ხვიჩა კვარაცხელია, სავარაუდოდ, „ნაპოლიში“ დარჩება.
Gazzetta-ს ცნობით, კვარას „ნაპოლიში“ კიდევ ერთი სეზონით დარჩენა სურს და მისი აგენტი კვარას აზრს იზიარებს.
კვარაცხელიას ანაზღაურება ახლანდელზე 3-ჯერ მეტი, 4 მილიონი ევრო იქნება.