ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 29, 2024 13:53 საათი

თბილისი

აპრ 29 - ორშ
Tbilisi, GE
27°C clear sky

სტოლტენბერგმა ბოსნია და ჰერცეგოვინას ნატოში გაწევრიანების ორი პირობა დაასახელა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბოსნია და ჰერცეგოვინა, შესაძლოა, გახდეს ალიანსის წევრი, მაგრამ მხოლოდ ორი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში. ამის შესახებ მან ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ბოსნია და ჰერცოგოვინამ უკვე მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, რომლის მიზანია ქვეყანა გახდეს ნატოს წევრი, მაგრამ „ამ პროცესის დასასრულებლად ორი პირობა არსებობს“.

„პირველი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ რეფორმები უნდა განხორციელდეს. ამიტომ, ბოსნია და ჰერცეგოვინამ უნდა გააგრძელოს რეფორმების განხორციელება. მეორე, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ნატოს წევრობა უნდა სურდეს ბოსნია და ჰერცეგოვინის ხალხს და ბოსნია და ჰერცეგოვინის პოლიტიკურ ძალას და ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გასულ წელს ნატოს გენერალურმა მდივანმა შეშფოთება გამოხატა ბოსნია-ჰერცეგოვინაში სეპარატისტული რიტორიკის და ასევე ქვეყანაში, რუსეთის ჩარევის გამო.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები