ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 15:40 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ად აღი­ა­რე­ბას აპი­რებს – სომხური ოპოზიცია

სომხური ოპო­ზი­ცი­ის თქმით, ნი­კოლ ფა­ში­ნი­ა­ნი მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ად აღი­ა­რე­ბას აპი­რებს და მო­სახ­ლე­ო­ბას მისი მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.

kavkaz-uzel.eu-ს ცნო­ბით, 3 მა­ისს, დი­ლი­დან, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ერე­ვა­ნი-სე­ვა­ნის გზა გა­და­კე­ტეს და ფა­ში­ნი­ა­ნის გა­დად­გო­მა მო­ი­თხო­ვეს. ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ 200-მდე აქ­ტი­ვის­ტი და­ა­კა­ვა.

არ­სე­ბუ­ლი ინფორმაციით, მათ შო­რის არის სომ­ხე­თის მე­ო­რე პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ლე­ვონ ქო­ჩა­რი­ა­ნი.

“აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მხა­რი და­უ­ჭი­რა სომ­ხე­თის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა სერჟ სარ­გსი­ან­მაც. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ოპო­ზი­ცი­ის მხრდამ­ჭერ­თა ორმა ნა­წილ­მა ერ­თდრო­უ­ლად შე­უ­ტია ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ერ­თმა ნა­წილ­მა შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, მე­ო­რე – ბევ­რად აქ­ტი­უ­რად მოქ­მე­დებს. კონ­კრე­ტუ­ლად, ცენ­ტრა­ლუ­რი გზის გა­და­კეტვე­ბი­თა და ქვე­ყა­ნა­ში და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის­კენ მო­წო­დე­ბე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი” – წერს გა­მო­ცე­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, საფ­რან­გე­თის მო­ე­დან­ზე კარ­ვე­ბია გაშ­ლი­ლი და აქ­ტი­ვის­ტებს კო­ცო­ნი აქვთ დან­თე­ბუ­ლი, მღე­რი­ან პატ­რი­ო­ტულ სიმ­ღე­რებს და აქვთ ლო­ზუნ­გე­ბი – “ნი­კოლ მო­ღა­ლა­ტე! სომ­ხე­თი ნი­კო­ლის გა­რე­შე!”

სომ­ხეთ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, პუბ­ლი­ცის­ტი, გორ არ­მა­თუ­ნი მი­იჩ­ნევს, რომ და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის კვალ­დაკ­ვალ თუ ქვე­ყა­ნა­ში არე­უ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ოპო­ზი­ცი­ის მი­ზე­ზით და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სი­სუს­ტით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ოპო­ზი­ცი­ამ შეძ­ლო და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის ომში და­ღუ­პუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხე­ბი აუ­ჯან­ყა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რად­გან ამ ტე­რი­ტო­რი­ის დათ­მო­ბა, მათი სა­ხე­ლე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

“მაშ, რის­თვის იბ­რძო­ლეს ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა, ამ პა­ტა­რა ქვეყ­ნის შვი­ლებ­მა, რის­თვის ღვა­რეს სის­ხლი?.. თუ გა­და­ცე­მას აპი­რებ­და, გა­და­ე­ცა, უსის­ხლოდ. არ დავ­თმობთ, ისე­დაც ძა­ლი­ან ბევ­რი ვიწ­ვნი­ეთ ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან. პო­ლი­ტი­კა ხე­ლოვ­ნე­ბაა და რა­ღაც ნა­ბი­ჯებს ვიდ­რე გა­დად­გამს, კარ­გად და­ფიქ­რდეს, მერე თა­ვის მარ­თლე­ბა არის ზღა­პა­რი”, – ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ვარ­დენ მირ­ზო­ი­ა­ნი.

თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბიც, ვინც ოპო­ზი­ცი­ას აკ­რი­ტი­კე­ბენ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას სთხო­ვენ.

“ოპო­ზი­ცია ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოდ არ­ყევს ქვე­ყა­ნას. აქ რუ­სუ­ლი ფული ტრი­ა­ლებს. ხომ ზუს­ტად იცი­ან, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის თემა ჩავ­ლი­ლია და იმ ტე­რი­ტო­რი­ას, ამ რე­ა­ლო­ბა­ში, ვე­რა­ვინ დაგ­ვიბ­რუ­ნებს, მაგ­რამ არე­უ­ლო­ბის და­სა­წყე­ბად, პრო­ცე­სე­ბის ასა­წე­წად სჭირ­დე­ბათ, ახლა ნი­ა­და­გი მო­სინ­ჯეს – ან ფა­ში­ნი­ა­ნი წა­ვი­დეს, ან და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბა და­ი­წყე­ბა.

დღე­სა­ვით ნა­თე­ლია, რომ რუ­სე­თი სომ­ხეთ­ში მცი­რედ დის­კომ­ფორ­ტსაც არ იტო­ვებს – უნდა სრუ­ლად მის ორ­ბი­ტა­ზე ვი­ყოთ. ახლა, ამ­დე­ნი სან­ქცი­ე­ბის ფონ­ზე, მით უფრო, არ აწყობს ან­ტი­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი სომ­ხეთ­ში, რო­მე­ლიც როცა უნდა, უკა­ნა ეზოა, როცა უნდა ზურგს გვაქ­ცევს… ფა­ში­ნი­ა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ახლა უნდა გა­და­წყვი­ტოს, ხალ­ხის სამ­სა­ხურ­შია თუ ის­ტო­რი­ულ­მა შემ­თხვე­ვი­თო­ბამ მო­იყ­ვა­ნა სა­თა­ვე­ში”, – წერს ად­გი­ლობ­რი­ვი ჰას­მიკ კა­ზა­რი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები