ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 12:01 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
22°C clear sky

ობიექტური ადამიანი ადვილად შეადარებს რუსეთის ციხის საკანში უყურადღებობით თუ შეგნებულად მოკლული ადვოკატის, მაგნიტსკის და ქალაქის საავადმყოფოს კომფორტულ პალატაში მყოფი, „ნაწამები“ სააკაშვილის მდგომარეობას – ნანა კაკაბაძე

„მაგნიტსკის სია“ ნაცებმა ახალი სატყუარა გამოიგონეს. კიდევ ერთი საკენკი გადაუყარეს საკუთარ  მრევლს“, – წერს სოციალურ ქსელში არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.

„როგორც კაკაბაძე აღნიშნავს, ეს ახალი კამპანია სააკაშვილის მრევლისთვის გადაგდებული კიდევ ერთი მორიგი სატყუარაა, რომელსაც, მართალია, განხორციელება არ უწერია, მაგრამ მრევლის მორიგ საკვებად გამოყენებისთვის ნამდვილად გამოდგება.

„ტყუილი, ტყუილი, ტყუილი და პაპიროსი პირში! „მაგნიტსკის სია“ – ნაცებმა ახალი სატყუარა გამოიგონეს. კიდევ ერთი საკენკი გადაუყარეს საკუთარ  მრევლს. ყველას  გახსოვთ, ბოლო 10 წელიწადში ნაციონალები, როგორ კვებავდნენ ცრუ იმედებით საკუთარი მრევლს.

ინტენსიური ტყუილები, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, არჩევნების წაგებისთანავე აამუშავეს. გამოქვეყნდა თუ არა ეგზიტპოლების შედეგები, გამოხტა ტელევიზორში ნაცების მაშინდელი  პოლიტვარსკვლავი ჩიორა თაქთაქიშვილი და მრევლი გაამხნევა: მართალია, პროპორციული არჩევნები წავაგეთ, მაგრამ მაჟორიტარულ არჩევნებში იმხელა უპირატესობა გვაქვს, ახალ პარლამენტში მყარი უმრავლესობა გვექნებაო. ეს დაპირება მალევე გასკდა საპნის ბუშტივით.

10 წლის განმავლობაში თითქმის 10-ჯერ ჩატარებული სხვადასხვა დონის ყველა არჩევნების წინ ნაცები „შემოქმედებითად“ ავითარებდნენ ახალ-ახალ დაპირებებს:

ხან ზღვით უნდა გადმოეცურა ბელადს და რამდენიმე დღეში მრევლი გაეხარებინა, ხან ივანიშვილს უკვე დაქოქილი ჰყავდა თვითმფრინავი და საქართველოდან გარბოდა, ხან მომაკვდინებელი სენით იყო დაავადებული ბიძინა, ხან უკრაინაში მყოფი ბელადი სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიო ლიდერების პოლიტიკური მხარდაჭერის აკუმულირებას ახდენდა, ხან ქართველი ემიგრანტების ლაშქრით გარშემორტყმული შემოდიოდა საქართველოში, ხან უკანასკნელ შანსს აძლევდა უმადურ ქართველებს, ამუნათებდა, ქვეყნის არსებობის ბოლო წუთები დადგებოდა, თუ მისი ხელისუფლების რეანიმაციას არ მოახდენდნენ, ხან საპარლამენტო ბოიკოტი ცხადდებოდა მაშველ რგოლად. მოკლედ, ყველა შესაძლო თუ ფანტასმაგორული ტყუილით გამოუტენეს თავები საცოდავ ხალხს.

მანამდე იყო დაპირება – „2005 წელს ცხინვალში შევხვდებითო“. ტყუილის პიკად იყო აღქმული, ანტიდემოკრატიული და ანტიადამიანური რეჟიმის „დემოკრატიის შუქურად“ გამოცხადება, 2008 წლის აგვისტოს წაგებული ომის „მოგებად“ მონათლვა, ამის გამო რუსთაველზე ზეიმის და ტაშფანდურის მოწყობა. შემდეგ სიტუაცია უფრო გართულდა, სააკაშვილი მასშტაბურმა „სკლეროზმა“ მოიცვა. ვერ „იხსენებს“ ციხეებში პატიმრების მასობრივ წამებებს, ქუჩებში პოლიციისა და სპეცრაზმელების მიერ ახალგაზრდების ჩახოცვის ფაქტებს, ვერც 7 ნოემბრისა და 26 მაისის მიტინგების დარბევისას დახოცილი ბიჭების სახურავზე შეგდებას. სასამართლოს პროკურატურის დანამატად ქცევას, ბიზნესმენების მასობრივ დარეკეტებას, ვერ იხსენებს  დაძინებული ხალხის ღამის 2 და 3 საათზე გამოღვიძებებს, ნოტარიუსში მისვლებს და ქონების გადაფორმებებს ხელისუფლების მიერ მითითებულ პირებზე თუ სახელმწიფოზე. ვერ იხსენებს, თუ  რატომ ეღვიძათ მაგ დროს ნოტარიუსებს, რატომ იყვნენ ღამის 2 და 3 საათზე სამუშაო რეჟიმში. ვერ იხსენებს, ვინ და როგორ არიცხვინებდა პატიმრებს ციხიდან  თანხებს ნაციონალების ანგარიშზე წინა საარჩევნოდ. ასევე ვერ იხსენებს ხალხის რეკეტსა და გაკულაკებას.

არადა ხალხს ეს ყველაფერი მწარედ ახსოვს და აგერ უკვე ორი ათეული წელია, ვერ ივიწყებს. სწორედ ამ კოშმარული მოგონებების გამო მუდმივად ხმას აძლევს იმას, ვინც სააკაშვილი და მისი ხროვა ქვეყნის მართვას ჩამოაცილა. „მხსნელი“ ვერ იხსენებს 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, განუბაჟებლად საქართველოს საზღვრის უკანონოდ კვეთისა და შემოპარვის ფაქტს. ამერიკელი ცრუ ექსპერტების ყალბ დასკვნებში დაფიქსირებული დემენცია, სააკაშვილს არ აძლევს საშუალებას, გაიხსენოს კონტეინერშივე როგორ ბერავდა ტყუილების გუდას.

მის ტელეფონში აღმოჩნდა მისივე ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ის ჰყვებოდა, როგორ გაიტაცეს რომელიღაც ქვეყნის სპეცსამსახურებმა და თურმე მათი გამოისობით, გაურკვეველ ვითარებაში აღმოჩნდა კონტეინერში.

ვერ იხსენებს ვერც იმას, რომ ეს ტყუილების გუდა მას იმ შემთხვევისთვის სჭირდებოდა, რომ თუ საზღვარზე დააკავებდნენ მესაზღვრეები ან მებაჟეები, ამ ჩანაწერს მაშინვე გაავრცელებდნენ მისი ამფსონები უკრაინაში (სადაც უკვე გაგზავნილი ჰქონდა ეს ვიდეოჩანაწერი) და მსოფლიოს შეყრიდნენ, არიქა, დემოკრატიის შუქურა ბოროტმა ძალებმა (საქართველომ, რუსეთმა, ირანმა თუ მანჯურიამ) მოიტაცა და მთელი მსოფლიო უნდა დაირაზმოს მის დასახსნელადო.

სამაგიეროდ, ზუსტად იცის, რომ ციხის ვერ შეგუება ჭირს, ბევრი ცოლი და დედიკო უნდა მიშიკოს. ხრიკებსაც ბევრს მიმართა მიშიკომ თავის დასახსნელად“, – წერს კაკაბაძე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები