ოკუპირებულ აფხაზეთში 22 სექტემბერს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„უშიშროების საბჭოს“ სხდომა დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას თავმჯდომარეობით ჩატარდება. დღის წესრიგში „აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომების შემუშავებაა“.
მანამდე უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში ძალზე ფეთქებადსაშიში სიტუაციაა შექმნილი და „საქართველოსთან ომის საფრთხე საკმაოდ მაღალია“.