ტელეკომპანია სეზონი

ივნისი 29, 2025 14:33 საათი

თბილისი

Jun 29 - Sun
Tbilisi, GE
24°C scattered clouds

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 სექტემბერს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში 22 სექტემბერს ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„უშიშროების საბჭოს“ სხდომა დე ფაქტო ლიდერის ასლან ბჟანიას თავმჯდომარეობით ჩატარდება. დღის წესრიგში „აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დამატებითი ზომების შემუშავებაა“.

მანამდე უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების აუცილებლობის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა. მისი თქმით, რეგიონში ძალზე ფეთქებადსაშიში სიტუაციაა შექმნილი და „საქართველოსთან ომის საფრთხე საკმაოდ მაღალია“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის