ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 18:14 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
13°C clear sky

ომის შეწყვეტის სანაცვლოდ ტერიტორიების დათმობას არ დავთანხმდებით – ზელენსკი

უკრაინის ხელისუფლება, ომის შეწყვეტის სანაცვლოდ, ტერიტორიების დათმობას არ დათანხმდება. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, დროებითი საზღვრების დაწესება მხოლოდ პაუზის ტოლფასია ახალი ომის დაწყებამდე.

„შეუძლია პუტინს ომის მოგება? არა, რადგან წაგების უფლება არ გვაქვს. შეიძლება თუ არა, ეს ომი დასრულდეს იმ საზღვრებში, რომლებიც ახლა არსებობს? არა, რადგან ბოროტებას საზღვრები არ გააჩნია ისევე, როგორც 80 წლის წინ. ხოლო თუ ვინმე შეეცდება დროებითი ხაზების დახატვას, ეს მხოლოდ პაუზას მოგვცემს ახალი ომის დაწყებამდე. ჰიტლერი ხაზებს ხაზებზე კვეთდა ისევე, როგორც ამას დღეს პუტინი აკეთებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, მას სჯერა, რომ უკრაინა ამ ომის მოგებას შეძლებს, როგორც ამის მეორე მსოლიფო ომის დროს სწამდათ მოკავშირეებს.

„შეგვიძლია ამ ომში გამარჯვების მოპოვება? უეჭველია, რომ კი, შეგვიძლია. უკრაინა, ეს ნიშნავს ევროპას. ევროპა კი, საფრანგეთია. საფრანგეთს ჯერ კიდევ ნორმანდიაში ძალების გადაყვანამდე სჯეროდა თავისუფლების – ის დღე, როგორც ევროპის გამარჯვების დღე, გარდაუვალი იყო“, – განაცხადა ტრიბუნიდან ზელენსკიმ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები