ტელეკომპანია სეზონი

დეკემბერი 2, 2024 18:29 საათი

თბილისი

Dec 2 - Mon
Tbilisi, GE
6°C overcast clouds

EBU-ს გენერალური ასამბლეა თბილისში

7-8 ივნისს თბილისში ევროპული მასშტაბის კრივის ფორუმი გაიმართა.
საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირისა და მისი პრეზიდენტის გიორგი კანდელაკის  ორგანიზებით EBU-ს გენერალური ასამბლეის 76-ე შეკრებას საქართველომ უმასპინძლა.
7 ივნისს შედგა EBU-ს მმართველი ბორდის შეხვედრა, ხოლო 8 ივნისს, პრეზიდენტ პიტერ სტუკის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა გენერალური ასამბლეა, სადაც ევროპის 40-მდე ქვეყნის პროფესიონალური კრივის კავშირის ხელმძღვანელი პირი დაესწრო.

გენერალურ ასამბლეაზე განხილულ იქნა ევროპული კრივის მიმდინარე აქტუალური საკითხები, ასევე, დაისახა სამომავლო გეგმები.

ცნობისთვის, EBU არის ერთ-ერთი უძველესი და ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ევროპული ქვეყნების პროფესიონალური კრივის ფედერაციებს, განსაზღვრავს წესებსა და განვითარების გზებს ევროპულ კრივში. ათამაშებს საჩემპიონო ქამრებს და ადგენს სპორტსმენებისა და ფედერაციების უფლება-მოვალეობებს.

 

„EBU_ს გენერალური ასამბლეის საქართველოში გამართვის გადაწყვეტილება იმ დიდი ნდობისა და ავტორიტეტის შედეგია, რომელიც საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირმა ევროპულ საკრივო წრეებში მოიპოვა. აღნიშნული ღონისძიება კიდევ უფრო განამტკიცებს ქართული კრივის პრესტიჟს ევროპისა და მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, გააადვილებს სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას როგორც ევროპის კრივის კავშირთან, ასევე ევროპული ქვეყნების პროფესიონალური კრივის ფედერაციებთან ერთად“, – აღნიშნავს საქართველოს პროფესიონალური კრივის პიარ-მენეჯერი ლევან ქერდიყოშვილი

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები