ტელეკომპანია სეზონი

თებერვალი 15, 2025 21:54 საათი

თბილისი

Feb 15 - Sat
Tbilisi, GE
2°C clear sky

არ გამოვრიცხავ, რომ საქართველომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს, რადგან 4 თვის ტენდენცია აქეთკენ მიუთითებს

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მიმდინარე წლის ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყოველთვიური მონაცემები იძლევა იმის საფუძველს, რომ წელს საქართველომ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს.

„პირველი კვარტლის მაჩვენებელი საშუალოდ 9%-იან ეკონომიკური ზრდაა, აპრილის მაჩვენებელი თითქმის 12%-იანი, აღმავალი ტრენდია, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პარამეტრები უნდა დაზუსტდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვართ წინდახედული, კონსერვატორული თუმცა, რომ გამოვიდეთ კონსერვატორული ჩარჩოებიდან და პროცესი შევაფასოთ, არც გამოვრიცხავ იმას, რომ საქართველომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დააფიქსიროს, რადგან 4 თვის ტენდენცია აქეთკენ მიუთითებს“, – აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის