ტელეკომპანია სეზონი

მაისი 16, 2024 20:26 საათი

თბილისი

მაი 16 - ხუთ
Tbilisi, GE
13°C scattered clouds

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს და 77 ხმით მიიღეს „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები.

მომხსენებლის, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, ცვლილებების თანახმად, უცხოელი მასწავლებლებისთვის მოიხსნება საქართველოს კანონმდებლობით მოწვეული მასწავლებლისთვის განსაზღვრული საგაკვეთილო საათების შეზღუდვა.

ნოდარ პაპუკაშვილის განმარტებით, კანონს ემატება გარდამავალი ნორმა, რომლითაც განისაზღვრება 2024-2025 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებული გამონაკლისი.

„2024-2025 სასწავლო წელს, დაწყებით საფეხურზე, მშობლის სურვილის შემთხვევაში, სწავლის დაწყების შესაძლებლობა დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე“, – განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

ამასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ვადა განისაზღვრება 9 წლით. კანონში გაჩნდება დებულება, რომლის თანახმად, შემოღებული იქნება ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები