ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 18, 2025 21:25 საათი

თბილისი

Sep 18 - Thu
Tbilisi, GE
19°C scattered clouds

პენტაგონი აცხადებს, რომ რუსულ გამანადგურებელთან ინციდენტის შემდეგ, აშშ-ს შავ ზღვაში საკუთარი დრონის ჩამოგდება მოუწია

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსულ გამანადგურებელთან ინციდენტის შემდეგ, აშშ-ს შავ ზღვაში საკუთარი დრონის ჩამოგდება მოუწია.

„დაზიანების გამო, ჩვენ [დრონის] შავ ზღვაში ჩამოგდება მოგვიწია“, – განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, პეტ რაიდერმა.

რაიდერის თქმით, რუსეთს ამ დროისთვის ჩამოვარდნილი დრონი არ აღმოუჩენია.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა.

ამერიკული მხარის განცხადებით, დრონი რუტინულ მისიას ასრულებდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, როდესაც ორი რუსული სამხედრო თვითმფრინავი მის ჩაჭრას შეეცადა. კერძოდ, ერთ-ერთი რუსული სუ-27 ამერიკული დრონის პროპელერს დაეჯახა, რამაც შეერთებული შტატების ძალები აიძულა MQ-9 ტიპის დრონი საერთაშორისო წყლებში დაეშვათ.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ არ შეწყვეტს ფრენას შავი ზღვის თავზე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის