რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ 29 ივნისს ვლადიმირ პუტინი ევგენი პრიგოჟინს და შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვდა.
პესკოვის განცხადებით, შეხვედრა, რომელსაც 35 ადამიანი ესწრებოდა, თითქმის 3 საათს გაგრძელდა. მისივე თქმით, დახურული სხდომის დროს პუტინმა ფრონტზე „ვაგნერის“ მებრძოლების ქმედებები და უშუალოდ ამბოხის დროს განვითარებული მოვლენები შეაფასა.
„პრეზიდენტმა მოისმინა მეთაურების განმარტებები და მათ შემდგომი დასაქმების ვარიანტები შესთავაზა. მეთაურებმა მომხდარის საკუთარი ვერსია წარმოადგინეს და აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის მომხმრეებად რჩებიან და მზად არიან მუშაობის გასაგრძელებლად“, – აცხადებს პესკოვი.