ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 15:24 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს მიმართავს. მანამდე პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები