ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა. აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„მინდა ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს. 3 ყოფილი სამხედრო გარდაიცვალა ამ ომის დროს. ჩემი ინფორმაციით, ისინი იბრძოდნენ ჯერ კიდევ აფხაზეთის ომში, ზოგიერთი მათგანი, ასევე აფხაზეთის ომში და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა, რომ ისინი გადმოასვენონ საქართველოში. მათ ოჯახებს კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.