„პრეზიდენტს არგუმენტებით 100:0-ს ვუგებთ“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებით განხილვას.
ირაკლი ზარქუა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს სტატუსთან დაკავშირებით მავნებლობას უწოდებს.
„პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო დეპოლარიზაციისა და კონსტიტუციის დაცვის გარანტი, მაგრამ სამწუხაროდ, მისი განცხადებები სტატუსთან დაკავშირებით არის მავნებლობა და მას დაემატა ის, რომ კონსტიტუციასაც არღვევს და პატივს არ სცემს. ეს არის სერიოზული საფუძველი, რომ მას უარი ვუთხრათ. 100:0-ს ვუგებთ პრეზიდენტს არგუმენტებით“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.
შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.
ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.