ტელეკომპანია სეზონი

მაისი 2, 2024 08:35 საათი

თბილისი

მაი 2 - ხუთ
Tbilisi, GE
16°C clear sky

ფლორიდაში 11 წლის ბიჭმა 13 წლის ორი მოზარდი დაჭრა

ფლორიდის ხელისუფლების განცხადებით, 11 წლის ბიჭმა ფეხბურთის ვარჯიშის დროს კამათისას 13 წლის ორ მოზარდს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.

სამართალდამცველის თქმით, ბიჭი დააკავეს.

„ინციდენტი საფეხბურთო მოედნის ავტოსადგომზე მოხდა. 11 წლის ბიჭმა დედამისის მანქანიდან იარაღი აიღო და შემდეგ მოზარდების მისამართით ისროლა“, – თქვა სამართალდამცველმა.

დაჭრილი მოზარდები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, ერთი კლინიკიდან გაწერეს, ხოლო მეორე სტაბილურ მდგომარეობაში პალატაში დატოვეს.

როგორც პოლიციელი ამბობს, ბრალდებული და დაზარალებულები სროლამდე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში იყვნენ ჩართულნი.

„ეიბისინიუსის“ ინფორმაციით, 11 წლის ბიჭს მეორე ხარისხის მკვლელობის მცდელობის ბრალდება წაუყენეს.

არასრულწლოვანი ბრალდებულის დედამ პოლიციას განუცხადა, რომ ცეცხლსასროლ იარაღს მანქანის წინა მგზავრის სავარძლის ქვეშ ინახავდა და ეს მისმა შვილმა იცოდა.

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები