ტელეკომპანია სეზონი

მაისი 3, 2024 04:41 საათი

თბილისი

მაი 3 - პარ
Tbilisi, GE
14°C broken clouds

ალიევმა ფაშინიანს შეხვედრაზე უარი განუცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. შეხვედრა ესპანეთის ქალაქ გრანადაში უნდა ჩატარებულიყო. ამის მიზეზი, ბაქოს ცნობით, საფრანგეთის დესტრუქციული პოზიციაა და ასევე ბერლინსა და პარიზს შორის აზრთა სხვადასხვაობა ამ შეხვედრაში თურქეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„ამ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა“- წერს გამოცემა Trend.

ილჰამ ალიევის და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა საფრანგეთის, გერმანიის და ევროკავშირის ლიდერების მონაწილეობით უნდა ჩატარებულიყო. ერევანმა და ბაქომ გამოთქვეს იმედი, რომ მოხდება სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები