ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 28, 2024 20:03 საათი

თბილისი

აპრ 28 - კვი
Tbilisi, GE
25°C clear sky

სიმონიანი ციმბირის თავზე ბირთვული ბომბის აფეთქების ინიციატივით გამოდის

ცნობილი რუსი პროპაგანდისტი, ტელეკომპანია Russia Today-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი რუსეთის ტერიტორიის თავზე ბირთვული აფეთქების ინიციატივით გამოდის.

მისი თქმით „ეს სადღაცა ციმბირის თავზე უნდა მოხდეს“.

სიმონიანის აზრით, ასე იქნება დასჯილი კოლექტიური დასავლეთი. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

„ასეთი აფეთქება არანაირ ბირთვულ ზამთარს არ გამოიწვევს, არ იქნება არანაირი მომაკვდინებელი რადიაცია, არც ონკოლოგიით ათასობით ადამიანი დაიღუპება, სამაგიეროდ მწყობრიდან გამოვა მთელი რადიოელექტრონიკა, ყველა თანამგზავრი, აი ეს კამერა, მობილური ტელეფონი, და დავბრუნდებით ასე 1993 წელში, როდესაც მხოლოდ კაბელიანი ტელეფონები იყო, ტელეფონები ქუჩაში, რომელშიც ხურდა უნდა ჩააგდო. და ეს შექმნილი მდგომარეობიდან ყველაზე ჰუმანური გამოსავალია, მე ამ ოფციის გარდა სხვას ნამდვილად ვერ ვხედავ“, – განაცხადა მარგარიტა სიმონიანმა.

სიმონიანის თქმით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს და შესაბამის შედეგსაც მიიღებს.

„და სულაც არ არის აუცილებელი დარტყმის განხორციელება ვაშინგტონზე, რომელსაც აწ გარდაცვლილი ვლადიმერ ჟირინოვსკი ითხოვდა“, – განმარტავს ის.

სიმონიანი ამბობს, რომ ციმბირის თავზე  ბირთვული აფეთქების იდეა „ერთ-ერთ ჭკვიან ადამიანს გაუჩნდა“.

მარგარიტა სიმონიანის ამ განცხადებას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი გამოეხმაურა.

მისი თქმით, სიმონიანი რუსეთის სახელმწიფო ორგანოებში არ მუშაობს და ის კრემლის ოფიციალურ პოზიციას არ ასახავს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები