ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 28, 2024 20:03 საათი

თბილისი

აპრ 28 - კვი
Tbilisi, GE
25°C clear sky

The Telegraph: „ჩვენ მივეცით იმდენი, რამდენიც შეგვეძლო“ – დიდ ბრიტანეთს უკრაინის გადასაცემად იარაღის მარაგი ამოეწურა

დიდ ბრიტანეთს ამოეწურა თავდაცვის აღჭურვილობა, რომელიც შეიძლება გადაეცეს უკრაინას. ამის შესახებ უკრაინული მედია The Telegraph-ზე დაყრდნობით წერს.

როგორც მედიასაშუალებას წყარომ განუცხადა, ლონდონი გააგრძელებს კიევის დახმარებას, მაგრამ ახლა უკრაინას სჭირდება საჰაერო თავდაცვის სისტემები და საარტილერიო საბრძოლო მასალა, ხოლო „ბრიტანეთში ეს ყველაფერი ამოიწურა“.

„ჩვენ მივეცით იმდენი, რამდენიც შეგვეძლო”, – თქვა წყარომ კონფიდენციალურად, რომელიც სამხედრო ჩინოვნიკია.

მანამდე კი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბენ უოლესმა თქვა, რომ უკრაინა გამარჯვებისკენ მიდის და შეძლებს გაიმარჯვოს, თუ დასავლელი მოკავშირეები საჭირო იარაღს დროულად მიაწვდიან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები