ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 12, 2025 21:41 საათი

თბილისი

Apr 12 - Sat
Tbilisi, GE
5°C broken clouds

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პარტიის მერვე ყრილობა გაიმართება

„ქართულ ოცნებაში“ დღეს პარტიის მერვე ყრილობა გაიმართება, სადაც  ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ.
პარტიას ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. ყრილობამდე გაიმართება პოლიტსაბჭოს სხდომა და ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძეს წარადგენს.

ამის შემდეგ პროცესები პარლამენტში გადაინაცვლებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრის კანდიდატი მთავრობის შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას პარლამენტს წარუდგენს, რომელსაც ჯერ ბიურო, შემდეგ კი კომიტეტები განიხილავენ.

ამის შემდეგ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დადგება. მთავრობის დამტკიცებას საკანონმდებლო ორგანოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის