ტელეკომპანია სეზონი

სექტემბერი 8, 2025 23:19 საათი

თბილისი

Sep 8 - Mon
Tbilisi, GE
21°C light rain

რუსებმა ხარკოვის ოლქის ველიკი-ბურლუკის რაიონზე შეტევა განახორციელეს

31 იანვრის საღამოს რუსებმა ხარკოვის ოლქის ველიკი-ბურლუკის რაიონზე შეტევა განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს. მისი თქმით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:50 საათზე მტერმა ორი ავიაბომბი გაუშვა.

„განხორციელდა 38 ადამიანის ევაკუაცია. ოთხ ადამიანს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, დანარჩენები კი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

არსებული ცნობით, შეტევის შედეგად დაზიანდა შენობისა ფასადი, სახურავი და ფანჯრები. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის