ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 00:45 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
7°C clear sky

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანს 10-ზე მეტმა ქვეყანამ გაზის მიწოდების გაზრდის თხოვნით მიმართა – ილჰამ ალიევი

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ აზერბაიჯანს 10-ზე მეტმა ქვეყანამ გაზის მიწოდების გაზრდის ან დაწყების თხოვნით მიმართა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ამჟამად განვიხილავთ ამ განაცხადებს. ახლა არ გვაქვს გაზის საკმარისი მოცულობა, ყველა მათგანის დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ კომერციული მოლაპარაკებები, უმთავრესად, ქვეყნებთან, რომლებიც იღებენ აზერბაიჯანულ გაზს, რადგან მილსადენები უკვე ფუნქციონირებს და აუცილებელი სამართლებრივი ბაზა არსებობს“, – აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა გაზის მიწოდების გეოგრაფიის გაფართოების გეგმაზე ისაუბრა.

„ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ევროპულ ინიციატივებს ინტერკონექტორების მშენებლობასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მათგანის მშენებლობას, საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის, ოქტომბერში, სოფიაში ჩაეყარა საფუძველი, რასაც მეც ვესწრებოდი.

მეორე, ბულგარეთსა და სერბეთს შორის მზად იქნება მომავალ წელს. ჩვენ, ასევე, აქტიურად ვმუშაობთ ალბანეთის მთავრობასთან, ალბანეთის გაზის გამანაწილებელ ქსელში ინვესტიციების საკითხზე, ვინაიდან ასეთი ქსელი ქვეყანაში არ არსებობს.

ალბანეთი მხოლოდ სატრანზიტო ქვეყანაა, მაგრამ მათ, ასევე, სჭირდებათ გაზი ადგილობრივი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. არსებობს ასევე იონია-ადრიატიკის მილსადენის მშენებლობის პროექტი, რომელიც სამ ბალკანურ ქვეყანას მოიცავს. აუცილებელია ამ პროცესში ყველა მონაწილეს ჩართვა, რათა გადადგან საჭირო ნაბიჯები ამ მიმართულებით“, – დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები