ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 15:05 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
18°C clear sky

რუსეთი მიესალმება სამმხრივ დიალოგს საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მონაწილეობით – ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთი მიესალმება სამმხრივ დიალოგს სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს მონაწილეობით იმ შემთხვევაში, თუ ის ხელს შეუწყობს კავკასიაში წინააღმდეგობების დარეგულირებას და რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას.

„ეს მექანიზმი შესაძლებელს ხდის რეგიონის ქვეყნების კიდევ უფრო დიდი წრის ინტერესების გაერთიანებას. სხვა საკითხებთან ერთად, მან უნდა იმუშაოს არსებული წინააღმდეგობების აღმოფხვრაზე; სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანსპორტო და კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარებასა და საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან ბრძოლის მიმართულებით“, – განაცხადა ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, ოფიციალურმა მოსკოვმა არაერთხელ უთხრა თავის პარტნიორებს, რომ თითოეულ სახელმწიფოს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს იმ საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც არ არის მიმართული მესამე ქვეყნების წინააღმდეგ და ასევე, გაითვალისწინოს „დადგენილი ძალთა ბალანსი.

„თუ კი ამ ინიციატივის მიღმა ჩანს ვაშინგტონისა და ბრიუსელის კონტურები, რომლებიც ცდილობენ შეარყიონ სომხეთის, აზერბაიჯანისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეთანხმებების შესრულება, მაშინ, ეს სრულებით განსხვავებული ამბავია“, – ამბობს ზახაროვა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები