ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 06:09 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
5°C clear sky

რუსეთის მარცხი იწყება – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახლა ნაკლებად სავარაუდოა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში წარმატებას მიაღწიოს.

ბენ უოლესის თქმით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში „ჩავარდა“ და „იწყება მარცხი“.

მისი თქმით მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება და რუსეთის მარცხი ბევრ სფეროში უკვე მიმდინარეობს.

„მათ აქამდე ვერ მოახერხეს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოდესმე წარმატებას მიაღწევენ უკრაინის ოკუპაციაში.

მათი შემოჭრა შეფერხდა და მუდმივად იცვლებოდა იმდენად, რამდენადაც ისინი რეალურად მხოლოდ სამხრეთისა და აღმოსავლეთის ნაწილებზე აკეთებენ აქცენტს, შორს არიან მათი სამდღიანი ე.წ. სპეცოპერაციიდან.

სამი დღე ახლა 150 დღეზე მეტია და თითქმის ექვს თვეზე მეტია, როგორც აღჭურვილობის, ისე რუსული პერსონალის უზარმაზარი მნიშვნელოვანი დანაკარგებით. ჩვენ დავეხმარებით უკრაინას გამარჯვებაში“, – აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები