ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 19, 2025 22:15 საათი

თბილისი

Apr 19 - Sat
Tbilisi, GE
12°C scattered clouds

რუსეთმა აშშ-ის 200 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის 200 მოქალაქის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. ამის შესახებ Deutche Welle იუწყება.

სანქციების სიაში აშშ-ის პრეზიდენტის და და ძმები შედიან. მათ რუსეთის ფედერაციაში ჩასვლა აუკრძალეს.

მოსკოვმა სიაში ასევე შეიყვანა სენატორები, ასევე თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი, ჟურნალისტი ენ ეპლბაუმი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მეუღლე პოლ პელოსი.

მანამდე რუსეთმა სანქციების სიაში ამერიკელი მსახიობები შონ პენი და ბენ სტილერი შეიყვანა. ისინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას საჯაროდ გმობდნენ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის