ტელეკომპანია სეზონი

ოქტომბერი 3, 2025 12:20 საათი

თბილისი

Oct 3 - Fri
Tbilisi, GE
16°C overcast clouds

რუსეთმა ირანული თანამგზავრი კოსმოსში გაუშვა

რუსული რაკეტა, რომელსაც ირანული თანამგზავრი გადაჰქონდა, კოსმოსში წარმატებით გაუშვეს, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

მოსკოვი და თეირანი დასავლეთის სანქციების პირობებში უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობენ.

დისტანციური თანამგზავრი, სახელად „ხაიამი“, რუსული „საიუზის“ რაკეტით ყაზახეთში მდებარე კოსმოდრომიდან გაუშვეს.

დასავლეთში ფიქრობენ, რომ აღნიშნულ სატელიტს მოსკოვი უკრაინაში თავისი სადაზვერვო შესაძლებლობების გასაძლიერებლად გამოიყენებს.

თეირანმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ თანამგზავრი სამეცნიერო კვლევებისთვის, მათ შორის რადიაციისა და გარემოს მონიტორინგისთვის არის შექმნილი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

კატეგორიაში სტატია არ არის