ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 25, 2024 15:33 საათი

თბილისი

აპრ 25 - ხუთ
Tbilisi, GE
25°C clear sky

რუსეთმა საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება დაუშვა – მედია

ჩრდილოეთ ოსეთის ტელეგრამის არხები იუწყებიან, რომ ადამიანებს ზემო ლარსში საპასპორტო კონტროლის გავლისა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მიეცათ. აქამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მანქანით ან ველოსიპედით შეიძლებოდა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეჟიმის გამარტივება საზღვარზე ჩამოსული ხალხის სიმრავლითაა განპირობებული.

ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. თუმცა, ზემო ლარსის ჩატის ზოგიერთი მონაწილე, ისევე როგორც Tbilisi_life ტელეგრამის არხი, წერს, რომ საზღვრის გადაკვეთა უკვე შესაძლებელია ფეხით.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები