ტელეკომპანია სეზონი

ივლისი 26, 2024 23:53 საათი

თბილისი

ივლ 26 - პარ
Tbilisi, GE
21°C broken clouds

რუსეთს კონსტიტუციაში დაფიქსირებული ყველა ტერიტორიის გაკონტროლება სურს – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთს მხოლოდ იმ ტერიტორიების კონტროლი სურს,  რომელიც კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც რუსული.

შეკითხვაზე, სურს თუ არა რუსეთს, უფრო მეტი უკრაინული ტერიტორია დაიკავოს? პესკოვმა უპასუხა:

„არა, არ გვინდა. ჩვენ უბრალოდ გვინდა, გავაკონტროლოთ ყველა ის ტერიტორია, რომელიც ახლა ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი, როგორც ჩვენი“, – აღნიშნა პესკოვმა.

პესკოვმა, ასევე, განაცხადა, რომ ამჟამად უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების არავითარი საფუძველი არ არსებობს.

„ჩვენ გავაგრძელებთ სპეციალურ ოპერაციას“, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ოთხი ოლქის, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმები“ 2022 წლის 23-27 სექტემბერს ჩაატარა. 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნული რეგიონების ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს „შეთანხმებებს“ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები