ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 21, 2024 17:16 საათი

თბილისი

Nov 21 - Thu
Tbilisi, GE
15°C clear sky

რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციების ჩატარება იგეგმება

რუსეთის ქალაქებში პუტინის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩატარება იგეგმება. ინფორმაციას korrespondent.net ავრცელებს.

„არა მობილიზაციას! სრულიად რუსეთის საპროტესტო აქცია. ყველა ქალაქის ცენტრში, 21 სექტემბერს, 19.00 საათზე“ – წერენ აქციის ორგანიზატორები, მოძრაობა „ვესნას“ წარმომადგენლები.

„პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ეს ნიშნავს, რომ ათასობით რუს კაცს – ჩვენს ძმებს, მამებს, ქმრებს – ომის ხორცსაკეპში გაუშვებენ. და რისთვის უნდა დაიღუპნენ? რისთვის უნდა დაღვარონ დედებმა და შვილებმა ცრემლები? პუტინის სასახლისთვის? “- წერია განცხადებაში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მკვეთრად მოიმატა რუსეთიდან თვითმფრინავით წასვლის მსურველთა რაოდენობა, მათ შორის ერევნის და თბილისის მიმართულებით. გარდა ამისა, ინსაიდერები წერენ, რომ „რუსეთის რკინიგზა“ და „აეროფლოტი“ 18-დან 65 წლამდე კაცებს ბილეთებს კომისარიატებიდან მიტანილი ცნობის გარეშე აღარ მიჰყიდიან.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები