ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 19:15 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
15°C clear sky

სააკაშვილის მეგობრები სინამდვილეში არიან მისი მტრები, ისინი ცდილობენ დაამძიმონ სააკაშვილის მდგომარეობა – შალვა პაპუაშვილი

„მიხეილ სააკაშვილს დანაშაულები საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ჩადენილი, შესაბამისად, სასჯელიც საქართველოში უნდა მოიხადოს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილის თანაგუნდელები მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას განგებ ამძიმებენ.

„წინაპირობა აქვს სასჯელის გადავადებას, ეს მგონი ბოლო პერიოდში ყველამ ისწავლა და როგორ არის ეს სისტემა და სწორედ ეს არის მთელი ილუზიის შესაძლებლობა, რომ მან უნდა დაიმძიმოს თავი, არ არის საკმარისი, კიდევ უნდა დაიმძიმოს, კიდევ უნდა დაიმძიმოს და აი, ცოტაც და ცოტაც  და მივა იმ კრიტიკულ ზღვარზე, იქნებ როგორმე მივიდეს, რომ ჩათვალოს სასამართლომ, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე. ეს არის პრობლემა.

სააკაშვილის მეგობრები სინამდვილეში არიან მისი მტრები, იმიტომ, რომ ცდილობენ, რაც შეიძლება დაამძიმონ მისი მდგომარეობა“, – აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴ბატონო ირაკლი, თქვენ რომ წახვედით პრემიერობიდან და თქვენი გუნდი გაგინებდათ მე ხმალამოღებული გიცავდით და დღეს რომ თქვენი უწყებები გვებრძვის რატომ არ რეაგირებთ. 🔴დღეს ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ნაცების მიზანია მოგვიწყონ პროვოკავიები და მერე ჩვენ ვაგინოთ მთავრობა 🔴თუ არ გამოიძიებენ ჩვენზე თავდასხმების ფაქტებს მაშინ გვიჩნდება ეჭვი რომ ეს მთავრობის პირველი პირებიდან მოდის 🔴როგორ შეიძლება შუა ქალაქში მოხდეს თავდასხმა და ამაში პოლიციის ან სუსის აგენტურა არ იყოს ჩართული 🔴გარეჯს ვიცავდით ბრძოლა დაგვიწყეთ, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაზე ვსაუბრობთ გვებრძვით რა გინდათ ბოლო ბოლო გვითხარით? 🔴როგორც ჩანს ხელისუფლება სრულად დასავლეთი აკონტროლებს და საქართველოს ხელისუფლება 🔴ტელეფონზე ვერ მილაპარაკია რა სმისმენთ ასეთს, ადრეც მისმენდით და არ ვწუხდებოდი. აპარატურა გაგიფუჭდათ თუ რაშია საქმე ვერ მისმენთ ხარისხიანად რომ არ შევწუხდე 🔴ჩვენ არ ვართ ხელისუფლების მტრები ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ დამნაშავეების დასჯას და სამართლიანობის აღდგენას 🔴ამათი მიზანია ვისაც ავტორიტეტი აქვს ყველა გაანადგუნონ, სწორედ ამას უკავშირებ ჩემზე თავდასხმებს -ნიკოლოზ მჟავანაძე