რადიკალური ოპოზიციური არხის დამფუძნებლის ნიკა გვარამიას განცხადებით, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლაზე განცხადებები არ უნდა გაკეთებულიყო.
ამასთან, გვარამია ამბობს, რომ სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა, მცდარი იყო.
„რა იყო არასწორი:
1. არ უნდა მოხსნილიყო/გაბუნდოვანებულიყო მთავარი ხაზი – პოლიტპატიმრობა და არაჰუმანური მოპყრობა და არ მომხდარიყო სრულად გადართვა ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე
2. არ უნდა ყოფილიყო განცხადებები მიშას საქართველოს პოლიტიკიდან წასვლაზე – ან რატომ უნდა წავიდეს, ან რისთვის გაკეთდა ეს განცხადებები საერთოდ, თეორიულადაც ვერაფრის მომტანი, უკუეფექტის გარდა
3. სტრასბურგში დროებითი ღონისძიების მოთხოვნა იყო, ჩემი აზრით, მცდარი. უარი ამაზე 99%-ით პროგნოზირებადი იყო სტრასბურგის პრაქტიკის გათვალისწინებით და არა იმის გამო, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სტრასბურგმა მძიმედ არ მიიჩნია. სასამართლოს უარი კი სწორედ ასე „გაყიდა“ ოცნების პროპაგანდამ – „სტრასბურგმა დაადგინა, რომ არაფერი არ ჭირს“, რაც ცხადია ტყუილია, მაგრამ იმუშავა“, – აცხადებს გვარამია.