„სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან შეიძლება გაგრძელდეს „რამდენიმე კვირა“, თუმცა არის ნიშნები იმისა, რომ მოსკოვის პოზიცია „უფრო ადეკვატური გახდა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
„მოლაპარაკებების ძირითადი საკითხები მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტას, რუსული ჯარების გაყვანას და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს კონკრეტული ფორმულებით. ამ პროცესს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს“, – აღნიშნავს პოდოლიაკი.
მისი თქმით, უკრაინა არ აპირებს გარკვეული საკითხების ირგვლივ დათმობაზე წასვლას.
„ჩვენ ვერ დავთმობთ ტერიტორიებს“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, რომ „რუსული არმია არ ებრძვის უკრაინის არმიას – ისინი ომობენ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.