ტელეკომპანია სეზონი

მაისი 18, 2024 10:49 საათი

თბილისი

მაი 18 - შაბ
Tbilisi, GE
15°C clear sky

სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს – პოდოლიაკი

„სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან შეიძლება გაგრძელდეს „რამდენიმე კვირა“, თუმცა არის ნიშნები იმისა, რომ მოსკოვის პოზიცია „უფრო ადეკვატური გახდა“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობს.

„მოლაპარაკებების ძირითადი საკითხები მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს, ცეცხლის შეწყვეტას, რუსული ჯარების გაყვანას და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს კონკრეტული ფორმულებით. ამ პროცესს შეიძლება მეტი დრო დასჭირდეს“, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

მისი თქმით, უკრაინა არ აპირებს გარკვეული საკითხების ირგვლივ დათმობაზე წასვლას.

„ჩვენ ვერ დავთმობთ ტერიტორიებს“, – განაცხადა  პრეზიდენტის მრჩეველმა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა განაცხადა, რომ „რუსული არმია არ ებრძვის უკრაინის არმიას – ისინი ომობენ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები

🔴სინოდის წევრებმა მეუფე საბას ველაპარაკეთ მასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე 🔴ამერიკის ელჩმა ჩვენ რომ ისტორიას გვასწავლის თავად ამერიკელებს ასწავლოს როგორ გაწვიტეს აბორიგენები და რაზე დგას თავად ამერიკა 🔴გარყვნილების და უზნეობის ამკრძალავი კანონი ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა მიიღოს 🔴პარტიებს არჩევნებზე უნდა დავადებინოთ ფიცი რომ უზნეობის კანონს მხარს არ დაუჭერენ 🔴მთავრობა რატომ ელოლიავება ამ ხალხს ვერ გავიგე, ვერ გავიგე ამ ქვეყანაში უმცირესობა წყვიტავს საკითხებს თუ უმრავლესობას 🔴მეუფე შიოს სხეულში მართლაც აღმოჩნდა მძიმე მეტალები 🔴პრეზიდენტ ზურაბიშვილს მინდა ვკითხო განა კონსტიტიციაში ჩვენ გვიწერია რომ უზნეობას ხელი შეუწყოთ 🔴ვანში ჯვარი არათუ ავიღეთ არამედ უფრო კარგ და გამოსაჩენ ადგილზე ვდგამთ რომელსაც ლამის მთელი ვანი დაინახავს -ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი ბულუხია