ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 02:23 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
16°C clear sky

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ფრანგული ყველის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ

სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ჩატარებული სწავლება მოიცავდა ნედლი რძის დამუშავების და ყველის დამზადების სხვადასხვა ტექნოლოგიის გაცნობას.

ამავე ცნობით, ფრანგული ყველის დამზადების მასტერკლასი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი რძის გადამმუშავებელი 20-ზე მეტი კოოპერაციული საწარმოს წარმომადგენლს
ჩაუტარდა.

ცნობისთვის, პროექტი „ფინანსები, ექსტენცია და კოოპერატივების განვითარება ქართველი ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU (NIF) პროგრამის ფარგლებში.

პროექტის მენეჯმენტი და კოორდინაცია საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ (AFD) ხდება. ოთხწლიანი პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის ფინანსებთან წვდომის გაუმჯობესებას მცირე მასშტაბური კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივებისათვის საქართველოში.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები