ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 26, 2024 19:25 საათი

თბილისი

აპრ 26 - პარ
Tbilisi, GE
24°C clear sky

საქართველო რუსეთთან საბორნე გადასასვლელის გახსნას სანქციების გამო არ ჩქარობს – სომეხი მინისტრი

„სომხეთის თხოვნის საფუძველზე საქართველოს ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ „კავკაზამდე“ საბორნე გადასასვლელის ამოქმედება იგეგმება, მაგრამ პროცესი გაჭიანურდა“, – ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან კერობიანმა სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მისი თქმით, ნიდერლანდების კომპანია APM Terminals Poti, რომელიც ფოთის პორტს მართავს, ამერიკული და ევროკავშირის სანქციების შესრულების საკითხს დეტალურად იხილავს და უნდა გადაწყვიტოს, რომელი ტვირთის გატარება იქნება შესაძლებელი პორტით და რომლის გატარება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო აკრძალული.

„იმედი გვაქვს, რომ საბორნე მიმოსვლა ზამთრამდე ამოქმედდება, რადგანაც ზამთარში ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს“, – განაცხადა კერობიანმა.

მისივე თქმით, საბორნე მიმოსვლის პრობლემა იმაზე უფრო რთული გადასაწყვეტი ყოფილა, ვიდრე ეს თავიდან ეგონათ.

რამდენიმე თვის წინ სომხეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ფოთის პორტსა და რუსულ პორტ „კავკაზს“ შორის საბორნე გადასასვლელი ამოქმედდება, რაც „ზემო ლარსის“ სასაზღვრო პუნქტის ალტერნატიული მარშრუტი იქნება.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ ვინაიდან სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, თბილისი საერთაშორისო სატრანზიტო ვალდებულებით იხელმძღვანელებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი არ აქვთ.

2022 წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სატრანსპორტო კომპანიებთან საბორნე გადასასვლელის გახსნაზე მოლაპარაკება დასრულებულია.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები