საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ, 11 ივლისს, პარლამენტს ახალი კანონპროექტების ინიცირების ინიციატივით მიმართა, რომელიც, „ლგბტ პროპაგანდის“ აკრძალვას გულისხმობს.
„მე კიდევ ერთხელ მივმართავ კოლეგებს, ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი, რომ არსებობდეს სექსუალური უმცირესობა. ისინი არსებობდნენ და იარსებებენ ყოველთვის. რაც შეეხება მათ პროპაგანდას – ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეზღუდული. შეზღუდული უნდა იყოს მათი შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში“, – ამის შესახებ დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი მომზადებული აქვს.
„ლგბტ პროპაგანდის” საწინააღმდეგო კანონპროექტი, რომლის დაკანონების ინიციატივითაც მიმართა პარლამენტარს ფრიდონ ინჯიამ, მსგავსია იმ კანონის, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებს რუსეთში.
ცნობისთვის 8 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივი ქმედებების შედეგად, პრაიდ ფესტივალი ჩაიშალა. მათ Open Air-ის კერძო ტერიტორიაზე. „ლგბტ თემის“ წევრებს და მათ მხარდამჭერებს არ მისცეს ფესტივალის ჩატარების უფლება.