ტელეკომპანია სეზონი

მაისი 17, 2024 03:05 საათი

თბილისი

მაი 17 - პარ
Tbilisi, GE
10°C overcast clouds

უკრაინის ნატოში გაწევრიანება უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა – თეთრი სახლი

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, უახლოეს მომავალში უკრაინის ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ომის მიმდინარეობის პერიოდში უკრაინის ნატოში გაწევრიანება, ალიანსის რუსეთთან ომის დაწყებას ნიშნავს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ნატო არის უკრაინის მომავლის ნაწილი. ვგულისხმობ, რომ ეს არის ის, რაზეც ალიანსი შეთანხმდა ჯერ კიდევ 2008 წელს”, – თქვა კირბიმ.

მისივე თქმით, ახლა უკრაინას გარკვეული რეფორმები სჭირდება.

„ახლა უკრაინას სჭირდება გარკვეული რეფორმები – კარგი მმართველობა, კანონის უზენაესობა. ჩვენ გვესმის, რომ რთულია ამ რეფორმებზე მუშაობა, როცა ომში ხარ. უკრაინა ახლა ომშია და ამიტომ ნატოში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა“, – აცხადებს კირბი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები