ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 10:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
8°C clear sky

სერგეი ლავროვი – დასავლეთის ქვეყნების დელეგაციებმა G20-ის დღის წესრიგზე მუშაობა ფარსად აქციეს

ინდოეთში, „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთი უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის გატანის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა ოცეულის სამიტი ფარსად აქციეს.

„დასავლეთის ქვეყნების დელეგაციებმა G20-ის დღის წესრიგზე მუშაობა ფარსად აქციეს. მათ სურთ საკუთარ ეკონომიკურ წარუმატებლობაში ბრალი რუსეთს დასდონ. ისინი ასევე ცდილობენ შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის გატანის შესახებ მოლაპარაკებები ჩაშალონ“, – განაცხადა ლავროვმა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები