ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 29, 2024 00:41 საათი

თბილისი

აპრ 29 - ორშ
Tbilisi, GE
18°C clear sky

„სევეროდონეცკი დაეცემა“ – დასავლელი ოფიციალური პირი

„უკრაინის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი სევეროდონეცკი დაეცემა“, – ამის შესახებ დასავლელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურად დარჩენის პირობით, BBC-ის განუცხადა.

„რუსეთი ახლა აკონტროლებს ქალაქ სევეროდონეცკის დიდ ნაწილს და საბოლოოდ უკრაინულ ძალებს ამ მხარეში ალყაში მოაქცევს“, –  ამბობს დასავლელი მაღალჩინოსანი.

მისივე თქმით, დონბასში უკრაინას კიდევ ბევრი ბრძოლა ელის.

გარდა ამისა, მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე იმ წინსვლის ტემპით ვერ მიდის, რომელსაც მოსკოვი თავდაპირველად იმედოვნებდა.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები