ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 01:10 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
6°C clear sky

შიდა ქართლში დასასვენებელი კომპლექსი „რანჩო ვარიანში“ რამდენიმე ახალ, ინოვაციურ პროექტს აანონსებს

„რანჩო ვარიანში“ რამდენიმე ახალ, ინოვაციურ პროექტს აანონსებს

პარასკევს ტელეკომპანია „სეზონის“ პირდაპირ ეთერში, „რანჩო ვარიანის“ თანადამფუძნებელმა ნატალი კანდელაკმა კომპანიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, როგორც კანდელაკმა გადაცემაში „დღის შეჯამება ნიკოლოზ მჟავანაძესთან“ ისაუბრა კომპანიაში უკვე 80-მდე ადგილობრივი პირია დასაქმებული, ხოლო სამომავლოდ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნის და აღნიშნულ ტერიტორაზე მეტი ტურუსტული ვიზიტორების მოზიდვის მიზნით, ახალი ინოვაციური პროექტები იგეგმება.

მისი თქმით სოფელ ვარიანში, 42 ჰექტარ მიწის ფართობზე არსებულ ტერიტორიაზე, სხვა მრავალ პროექტთან ერთად, ამჟამინდელი ,,სოფელი თანა“-ს მსგავსი ტიპის, 10-მდე „სოფლით“ გაფართოება და მრავალსართულიანი სასტუმრო ობიექტის მშენებლობა, ასევე აზიური სივრცის მოწყობა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი წელი კომპანიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, გაფართოვდა „რანჩო ვარიანში“-ს გუნდი და საქმიანობის არეალი, ასევე აღნიშნულ ტერიტორიაზე ამოქმედდა 20 დასასვენებელი კოტეჯი და საცურაო აუზი. აქამდე თუ კომპანია მხოლოდ კვების ობიექტებზე იყო ორიენტირებული, ახლა სრულ დასასვენებელ კომპლექსს გთავაზობთ.

 

ამჟამად რანჩო ვარიანში ფუნქციონირებს:
• სასტუმრო
• საცურაო აუზი
• რესტორანი, კაფე
• საბილიარდო, მაგიდის ჩოგბურთი
• სათამაშო კონსოლი (PlayStation)
• წყლის და სასეირნო ველოსიპედები
• ცხენით სეირნობა
• სათევზაო კლუბი
• მოსასვენებელ სივრცე 

 

 

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები