ტელეკომპანია სეზონი

აპრილი 29, 2024 14:14 საათი

თბილისი

აპრ 29 - ორშ
Tbilisi, GE
27°C clear sky

შოლცი ისტორიაში შევა იმ ადამიანად, რომელიც დონბასის მოსახლეობის გენოციდზე იცინოდა – მარია ზახაროვა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისტორიაში დარჩება იმ ადამიანად, რომელიც დონბასის მოსახლეობის გენოციდზე იცინოდა.

„ადამიანები ისტორიაში სხვადასხვა გზით შედიან. გარწმუნებთ, რომ შოლცი ისტორიაში დარჩება იმ ადამიანად, რომელიც დონბასელი ხალხის მწუხარებაზე იცინოდა“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ზახაროვას მტკიცებით, მიუნხენის კონფერენციაზე, როდესაც საქმე დონბასის მოსახლეობის გენოციდს ეხებოდა, გერმანიის კანცლერს გაეცინა.

ზახაროვას თქმით, ყველა ადამიანი თავისუფალია თავის შეხედულებებში და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაში, მაგრამ შეუძლებელია სიცილი იმ ადამიანების მწუხარებაზე, რომლებიც ყოველწლიურად კარგავენ საყვარელ ადამიანებს.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები