ტელეკომპანია სეზონი

ნოემბერი 22, 2024 11:14 საათი

თბილისი

Nov 22 - Fri
Tbilisi, GE
11°C clear sky

სიმართლის მარცვალიც არ დევს მოსაზრებაში, რომ ვიღაცას საქართველოს ომში ჩათრევა სურს – კელი დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ საქართველოს ომში ჩართვისა და „მეორე ფრონტის“ გახსნის შესახებ თეორიების მიზანი ხალხის დაშინებაა.

როგორც კელი დეგნანმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში განაცხადა, შემაშფოთებელია, როცა თბილისში იმეორებენ იმას, რაც რუსეთისგან გვესმის.

„არ მინდა სპეკულაციებში შევიდე. ვფიქრობ, რომ ამ თეორიების შედეგი ხალხის შეშინებაა და როცა ისეთ მგრძნობიარე სიტუაციაში ხარ, როგორშიც საქართველოა, რომლის 20% რუსეთისნაირი აგრესორის მიერ არის ოკუპირებული, უკვე არსებობს შფოთვისა და შიშის შრე. ჩემთვის, კონსპირაციული თეორიები, პროპაგანდა, რომელიც მოწოდებულია ხალხის დაბნევისა და შეშინებისკენ, ძალიან სახიფათო და შეუფერებელია. ის პროპაგანდაა, რაც რუსეთისგან გვესმის, დუმის სპიკერისგან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან და როცა ამას აქ, თბილისში იმეორებენ, ვფიქრობ ამით ნებისმიერი მოქალაქე შეშფოთებული უნდა იყოს. სიმართლის არანაირი მარცვალი არ დევს მოსაზრებაში, რომ ვიღაცას სურს, საქართველო ომში ჩაითრიოს. აშშ, ნატო, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ რაც შეგვიძლია, რომ ეს ომი შეჩერდეს და არ გაფართოვდეს. ჩვენ არასდროს გვენდომება საქართველოს ჩართვა ომში. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დელიკატურ სიტუაციაშია ქვეყანა, გაუგებარია, იმ ფონზე, როცა 30 წელია ვეხმარებით საქართველოს, რათა ააშენოს თავისი საზოგადოება, გააძლიეროს თავდაცვა თავისი საზღვრების უკეთ დასაცავად, გაააქტიუროს თავისი ეკონომიკა, რათა უკეთესი სამუშაო ადგილები შეიქმნას და ხალხმა უკეთესად იცხოვროს, რატომ უნდა დავაყენოთ საქართველო რისკის წინაშე? ეს სრულიად გაუგებარია“, – აცხადებს კელი დეგნანი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები