ტელეკომპანია სეზონი

მაისი 10, 2024 13:53 საათი

თბილისი

მაი 10 - პარ
Tbilisi, GE
18°C few clouds

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტზე განგაში გამოცხადდა, რომელსაც მოსკოვი ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელ შემოქმედებას უწოდებს – ინტერფაქსი

რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტზე განგაში გამოცხადდა, რომელსაც მოსკოვი ბრძოლისუნარიანობის მოულოდნელ შემოქმედებას უწოდებს. ამის შესახებ „ინტერფაქსი“ იუწყება.

ღონისძიებაში სამხედრო-საჰაერო ძალებიც მონაწილეობენ. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, განგაშის გამოცხადება ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება იყო. ის ამბობს, რომ შემოწმების ძირითადი მიზანია პირობითი მოწინააღმდეგის შეტევის მოგერიება ზღვიდან.

„წყნარი ზღვის ფლოტმა ამ წვრთნებზე უნდა მოიგერიოს მასირებული სარაკეტო და საავიაციო იერიში, წყალქვეშა ნავების მოძიების და განადგურების ოპერაცია ჩაატაროს, შეასრულოს საარტილერიო სარაკეტო და ტორპედოების სროლა პირობითი მოწინააღმდეგის ფლოტის განადგურების მიზნით“. – განაცხადა სერგეი შოიგუმ.

შოიგუს თქმით, წვრთნების უშუალო ხელმძღვანელია სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი ნიკოლაი ევმენოვი.

გააზიარე

მსგავსი სიახლეები

გადაცემები

სიახლეები